თავში

ხობში ავარიისას 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია

ხობში ავარიისას 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ხობში ავარიისას 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რა დროსაც 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც report.ge-ს ფოთის ჰოსპიტალში განუცხადეს, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

,,შემოიყვანეს 7 ადამიანი, აქედან 2 არის არასრულწლოვანი. დანარჩენები არიან 45-წლამდე ასაკის ადამიანები. ერთი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საყურადღებო, რომელიც ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება დაკვირვების ქვეშ, მას აღენიშნება გულ-მკერდისა და კისრის ტრავმები. რაც შეეხება დანარჩენს პაციენტებს, მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვთ ბავშვებსაც. შვიდივე პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system