თავში

დასტურდება პოსტტრავმული აშლილობის სინდრომი - მარიამ ჯიშკარიანი

დასტურდება პოსტტრავმული აშლილობის სინდრომი - მარიამ ჯიშკარიანი
დასტურდება პოსტტრავმული აშლილობის სინდრომი - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ისინი უკვე მეორე დღეა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან, რის შემდეგაც დასკვნას გამოაქვეყნებენ.

ადგილზე იმყოფება ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და კიდევ ორი ექიმი.

"გრძელდება ფსიქო-ნევროლოგიური გამოკვლევა, რადგან ერთი დღე საკმარისი არ იყო. წინასწარი შედეგებით რაც შეგვიძლია, გითხრათ, დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან. არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ვერნიკეს ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე მის დასწრებასთან ჩვენი შესვლა არაა კავშირში. ჩვენ ვახდენთ დოკუმენტირებას მისი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევების და იმ შედეგების, რაც გამოიწვია შიმშილობამ და წამებამ. ცენტრ „ემპათიას“ ორი დასკვნა უკვე გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას არ აღენიშნება იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარსდგეს სასამართლო პროცესზე. ჩვენი აზრით, საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია. არ არის შესაბამისი გარანტიები, ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მას ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც ასევე იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system