თავში

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები - ტიკარაძის განმარტება

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები - ტიკარაძის განმარტება
დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები - ტიკარაძის განმარტება

ჩვენ მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით და მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები არ იგეგმება, თუმცა ეს იქნება იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში  სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

"გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს ეს სიმართლეს ვერ შეესაბამება და არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები, თუმცა ეს იქნება იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ეკლესიის და საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system