თავში

დაწესდება თუ არა შეზღუდვები - გამყრელიძის განცხადება

დაწესდება თუ არა შეზღუდვები - გამყრელიძის განცხადება
დაწესდება თუ არა შეზღუდვები - გამყრელიძის განცხადება

გარდა იმ შეზღუდვებისა, რაც დღეს არსებობს დამატებით შეზღუდვებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის, ახლა მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება მაღალი იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დიდი სუფრები არ გამართოს, რადგან ეს საფრთხის შემცველია. 

"შეზღუდვებზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ეს განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მოგეხსენებათ პანდემიამ მთელს მსოფლიოში დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვა. ამიტომ მდიდარი ქვეყნები, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა შეზღუდვებს უძლებენ, ჩვენთვის რთულია. ამიტომ ახლა ჩვენ მივდივართ დანის პირზე, არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც ეს წინა გაზაფხულზე გავაკეთეთ და მეორეს მხრივ უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაცია. ამიტომ გარდა იმ შეზღუდვებისა რაც დღეს არსებობს, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. ახლა მთავარია, რომ  ის შეზღუდვების რაც ახლა არის იყოს მაქსიმალურად დაცული. არ გვინდა 200 კაციანი ქორწილები და სუფრები, იქიდან იწყება ძალიან ბევრი გავრცელება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system