თავში

დაუჭერს თუ არა მხარს ამირან გამყრელიძე "კომენდანტის საათის" გაუქმებას

დაუჭერს თუ არა მხარს ამირან გამყრელიძე "კომენდანტის საათის" გაუქმებას
დაუჭერს თუ არა მხარს ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათის გაუქმებას

დღეს კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ კომენდანტის საათის გაუქმებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე მხარს ვერ დაუჭერს. 

„ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system