
ფიტნეს ცენტრი Aspria fitness განცხადებას ავრცელებს. ისინი სამძიმარს უცხადებენ ავტოკატასტროფაში დაღუპული ოჯახის წევრებს.
გარდაცვლილი ახალგაზრდები თორნიკე კობახიძე და გენრი წახნაკია აღნიშნული ფიტნეს ცენტრის თანამშრომლები იყვნენ.
"ასპრიელებისთვის, დღეს ძალიან მძიმე დღეა . თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ჩვენს უსაყვარლეს, სიცოცხლით აღსავსე თანაგუნდელებს თორნიკესა და გენრის იცნობდა, დაუჯერებელია მომხდარი ტრაგედია. ვერ ვიჯერებთ რომ , დავკარგეთ კეთილი, ჭკვიანი და მიზანდასახული ბიჭები, სპორტსმენები,რომლებიც ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრები იყვნენ და ასე დარჩებიან მუდამ.
ასპრია, მთელი გუნდის სახელით, სამძიმარს უცხადებს თორნიკეს და გენრის ოჯახებს", - ნათქვამია განცხადებაში.