თავში

დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში - ომბუდსმენი

დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში - ომბუდსმენი
დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას და ხელისუფლებას მოუწოდებს ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

განცხადების თანახმად, N18 დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ შეურაცხყოფის ხმები სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას ემსახურება.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა, რომ N18 დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ N12 დაწესებულების არცერთი სხვა პატიმარი არ შეუყვანიათ. 

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე წერია, რომ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი სააკაშვილის გადაყვანის დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. თუმცა, კონსილიუმის მოთხოვნის მიუხედავად, დაწესებულებაში კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი და არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია.

„ამრიგად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, - რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში” - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system