თავში

დავით ხვიბლიანი გეგმავს მიმართოს სასამართლოს

დავით ხვიბლიანი გეგმავს მიმართოს სასამართლოს
დავით ხვიბლიანი გეგმავს მიმართოს სასამართლოს

დავით ხვიბლიანი, მის მიმართ განხორციელებული "ცილისმწამებლური კამპანიის" გამო გეგმავს მიმართოს სასამართლოს. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების მიერ Report.ge-სთვის მიწოდებულ ცნობაში ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ. კერძოდ, გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმისას აყვანილი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიმდინარეობს.

"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია მთავარმა არხმა, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა ნაციონალური მოძრაობისთვის და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system