თავში

"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს

"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დღეს 430 მეტრი სიგრძის გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ report.ge-ს "თბილისი ენერჯიდან" აცნობეს. 

"ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია „თბილისი ენერჯი“, დედაქალაქში გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს. ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დღეს დასრულდა 430 მეტრი სიგრძის გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვცის , ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე, სრულად შეიცვალა გაზის მილები, რომლებიც ძლიერ კოროზირებული იყო ათწლეულების განმავლობაში. დაზიანებული მილები საშუალო და მაღალი წნევის, თანამედროვე პოლიეთილენის მილით ჩანაცვლდა . ახალი გაზსადენი დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის უმნიშნელოვანესია.

თბილისი ენერჯი შეგახსენებთ რომ დარჩეთ სახლში, გაითვალისწინოთ ყველა რეკონედაცია რომელსაც ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გასცემს და გახსოვდეთ თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის დაიცავით ასევე ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესები.

ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 . თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის“ სოციალური ქსელით და ვებგვერდის www.te.geსპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით.

გისურვებთ ჯანმრთელობას" - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system