თავში

დედაქალაქში ახალი ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდა

დედაქალაქში ახალი ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდა
დედაქალაქში ახალი ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდა

თბილისში ახალი ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდა. N321 ავტობუსი დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს. 

BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ავტობუსი დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც გაივლის, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.

მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მერიას, სატრანსპორტო სამსახურს და თითოეულ იმ ადგილობრივ მოსახლეს, ვინც აქტიურად იყო აღნიშნულ პროცესში ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობით, ჩვენ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

N321 ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით 15-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. მოსახლეობას ახალ ხაზზე BMC მარკის 12-მეტრიანი, ოთხი ავტობუსი მოემსახურება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system