თავში

დედაქალაქში ხვალიდან ახალი საბაგირო ხაზი ამოქმედდება

დედაქალაქში ხვალიდან ახალი საბაგირო ხაზი ამოქმედდება
დედაქალაქში ხვალიდან ახალი საბაგირო ხაზი ამოქმედდება

დედაქალაქში ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

საბაგირო ერთი საათის განმავლობაში, 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. მგზავრობის ხანგრძლივობა ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ხვალიდან, ყოველ დღე, 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს, რომლის გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი.

საბაგირო ხაზით მგზავრობა სტუდენტებისთვის უფასო იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system