თავში

დეკანოზი: აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ, სადაც 2000 ადამიანი დაეტევა

დეკანოზი: აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ, სადაც 2000 ადამიანი დაეტევა
დეკანოზი: აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ, სადაც 2000 ადამიანი დაეტევა

აღდგომის ღამისთვის შენობასვამზადებთ, სადაც 2000-მდე ადამიანი დაეტევა,-ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა შალვა კეკელიამ გააკეთა. სასულიერო პირის განცხადებით დაცული იქნება დისტანცია. 

„ჩვენ აღდგომა დღეს, ღვთის მადლით, ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია, მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ აქ ადამიანებს ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ ერთმანეთთან. პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, ამ ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ბუნებრივია, ის დაჯარიმდება, ამიტომ ითქვა, რომ 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არის კომენდანტის საათი, ამ დროს ალბათ ქუჩაში არავინ უნდა იყოს. არ შეიძლება ამ დროს ადამიანი ქუჩაში იყოს და ეს კანონი დაარღვიოს”, - განაცხადა დეკანოზმა  შალვა კეკელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system