თავში

დეკანოზი: სინოდმა ქალზე მოძალადე კაცებისთვის სასჯელი უნდა დაადგინოს

დეკანოზი: სინოდმა ქალზე მოძალადე კაცებისთვის სასჯელი უნდა დაადგინოს
დეკანოზი: სინოდმა ქალზე მოძალადე კაცებისთვის სასჯელი უნდა დაადგინოს

დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის მოითხოვს, რომ სინოდმა მოძალადე კაცების უმკაცრესი სასჯელი დაადგინოს. 

“ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ, დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის. ამასთან ერთად ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელი და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი ”მაგრამ”-ის გარეშე. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია”,- წერს ლომიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system