თავში

"დელტას" ცნობით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო 144 ცალი რაკეტა გაისროლეს

"დელტას" ცნობით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო 144 ცალი რაკეტა გაისროლეს
დელტას ცნობით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო 144 ცალი რაკეტა გაისროლეს

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ ცნობით, 29 აპრილს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.

„რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი. 176 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 31 მმ იყო. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ახმეტის, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში 13:58 სთ-დან 23:20 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

გასროლილი იქნა 144 ერთეულამდე რაკეტა. აღსანიშნავია, რომ დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება“, – აცხადებენ დელტაში.

ცნობისთვის, გუშინ, 29 აპრილს კახეთში მოსულმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system