თავში

დღეს ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი - გამყრელიძე

დღეს ძალიან კარგი სამედიცინო უნივერსიტეტი - გამყრელიძე
დღეს ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი - გამყრელიძე

დღეს ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც დააანონსა, რომ შემოდგომისთვის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ძირითადად ყველა იქნება აცრილი და სხვა უნივერსიტეტებსაც მოუწოდა ვაქცინაციისკენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, შემოდგომას შევხვდეთ ე.წ. უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებითა და ბაღებით.

„მოგეხსენებათ ქვეყანაში 100 ათასზე მეტი სტუდენტია. ჩვენი სტუდენტები, ვინც საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, ყველას სთხოვენ, ორჯერად აცრას და აქ ახალი არაფერია. სასურველია, შემოდგომას ჩვენ შევხვდეთ ე.წ. უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებითა და ბაღებით. რაც ნიშნავს, რომ საბავშვო ბაღის ყველა აღმზრდელი, სკოლის ყველა მასწავლებელი, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე, როგორც მოწოდებაა, რომ მაგალითად საბანკო სექტორმა გამოიჩინოს აქტივობა, ფარმაცევტული სექტორი, რომელიც ასევე ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია და ასევე ჩვენ. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრში 61%-ია აცრილი. დაახლოებით 10-15 პროცენტს ვირუსი აქვს გადატანილი, ვისაც 120 დღე არ გასვლია. ამიტომ ჩვენი გეგმაა, რომ 100 პროცენტით შევხვდეთ აგვისტოს ან აგვისტოს შუა რიცხვებს და ყველა ვიყოთ აცრილი. ისევე, როგორც ყველა ჩემი კოლეგა სამედიცინო დაწესებულებებში აუცილებელია იყოს აცრილი, რომ უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებები გვქონდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system