თავში

დღეს გაირკვევა, როდის მიიღებს საქართველო "ასტრაზენეკას"

დღეს გაირკვევა, როდის მიიღებს საქართველო "ასტრაზენეკას"
დღეს გაირკვევა, როდის მიიღებს საქართველო ასტრაზენეკას

როდის მიიღებს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათას დოზას, დღის მეორე ნახევარში უნდა გაირკვეს, – აცხადებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტმა, თაკო უგულავა.მისი თქმით, პრობლემა მთლიანად მწარმოებელს უკავშირდება, რომელსაც იუნისეფი-სთვის მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინები მათი წარმომადგენლობისთვის 22 ივნისს უნდა მიეწოდებინა, რის შემდეგაც პრეპარატის პარტია თვითმფრინავში გადაიტვირთებოდა და რამდენიმე დღეში საქართველოში უნდა ჩამოეტანათ. თუმცა, მწარმოებელმა კომპანიამ ვერ შეძლო მის მიერვე დასახელებულ ვადებში ვაქცინის მიწოდება.

„აღნიშნული პრობლემა უკავშირდება მწარმოებელს, ჩვენც კი, იუნისეფ-ს, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ვაქცინის მოწოდების ვადების შესახებ. შეფერხება მხოლოდ საქართველოს არ ეხება და პრობლემის წინაშე სხვა ქვეყნებიც დადგნენ, რომლებსაც „ასტრაზენეკას“ ესპანურმა საწარმოო ხაზმა ასევე დაუგვიანა პრეპარატების დროული მიწოდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს იუნისეფ-ის წარმომადგენელმა.

გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეფერხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system