თავში

დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული - ლევან რატიანი

დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული - ლევან რატიანი
დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის ახლობლის გარდაცვალებას ეხება.

"მიდი მოდია ცხოვრება, მიდიან გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგეძნებით და იმედით ვცხივრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთ გაიგებ, ისეთ მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის მაგრამ სამწუხაროდ მომსწრე ხარ, გინდა უშველო მაგრამ ვერ შველი, იტყვი არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი.... 

ს კი ყველაფერი ცხოვრება... 

ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს... 

დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო",- წერს რატიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კორონავირუსმა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომლის, 45 წლის რუსუდან ზუკაკიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system