თავში

დღეს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იხსნება

დღეს თბილისის ​მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იხსნება
დღეს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იხსნება

დღეს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იხსნება. ღონისძიება საქართველოში უკვე მეათედ იმართება. 

31 ოქტომბრიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.

მოდის კვირეულის უმეტესი ჩვენებები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, თუმცა ცალკეული დიზაინერებისთვის ის თბილისის სხვა ადგილებშიც ჩატარდება.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო ცენტრებიდან, როგორიცაა Galeries Lafayette, Harvey Nichols, Moda Operandi, Browns Fashion და სხვა,შემსყიდველების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. 

თბილისს ისეთი  გამოცემების ჟურნალისტები და მთავარი რედაქტორები ეწვევიან, როგორიცაა Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion. 

ღონისძიება თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით იმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system