თავში

დღეს თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება
დღეს თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

ომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", კრწანისის რაიონში, კალანდაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც წყალმომარაგება შეიზღუდება.

ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

"მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. გადაერთებითი სამუშაობის მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 8 ივნისს 21:00 საათიდან 9 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის ნაწილს და შესახვევებს, გორგასლის და კრწანისის ქუჩების ნაწილს; ნოდარ ტაბიძის, კალანდაძის, გრიშაშვილის, მირზა შაფის, ქუმსიაშვილის, ლორთქიფანიძის, ბერძნის, ეფრემ მცირის, მეფისაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge",- აღნიშნულია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system