თავში

დღეს ვაკის რაიონში წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს ვაკის რაიონში წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს ვაკის რაიონში წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

"24 სექტემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, დარიალის ქუჩა N16-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 24/09 11:00 საათიდან 24/09 19:00 საათამდე , წყალმომარაგება შეუწყდება: ვაკის რაიონში: ცხვედაძის, აბაშელის, ტ. ტაბიძის ქ. თავისი შესახვევებით, რაზმაძის, არაყიშვილის, აბაშიძის N 66, ლია ელიავას, დარიალის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system