თავში

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება
დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება

დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება. ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდი ქალაქის 6 კლინიკაში განხორციელდება. 

თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას სახელობის კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „კლინიკა ამტელი“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“. 

ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი "ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა“. 

სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system