თავში

"დღესვე უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა" - გიორგი ფხაკაძე

"დღესვე უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა" - გიორგი ფხაკაძე
დღესვე უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს. 

"საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 208,000 ადამიანი დაინფიცირდა! რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში ყოველ წამში 2 ადამიანი ინფიცირდება!

ნახეთ, რა ხდება, ერთ დღეში 100,000-დან 200,000-მდე ავარდა ინფიცირებულთა რაოდენობა!

ქვემოთ მოცემულ გრაფაში ადგილიც აღარ არის…

ევროპაში ცუნამია და საქართველო ვერ აცდება ამ უბედურებას.

არავითარი საახალწლო ქეიფები და კორპორატიულები … ახლა საყოველთაო მზადება უნდა იყოს!

ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა უნდა გამოაცხადოს დღესვე საგანგებო მდგომარეობა მთელ ჯანდაცვის სფეროში!

ბუსტერი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის 24/7 …. რაც შეიძლება, მეტი მოქალაქე რომ გადავარჩინოთ…

მოემზადეთ!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system