თავში

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის, სინოდი პრეზიდენტს მიმართავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის, სინოდი პრეზიდენტს მიმართავს
დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის, სინოდი პრეზიდენტს მიმართავს

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართავს.

,,წმინდა სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, უშუამდგომლოს პრეზიდენტთან მსჯავრდებულ დეკანოზს გიორგი მამალაძეს" - ამის შესახებ მეუფე პეტრემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

სინოდის სხდომა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. კიდევ რა საკითხები განიხილა სინოდმა ამ ეტაპზე უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურას ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითიც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ის ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system