თავში

დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციური რეჟიმი გაგრძელდება - ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

"1500-მდე უბანი მოწყობილი იყო სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმში და არჩევნების შემდეგაც სწავლის განსაახლებლად კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე. მაგრამ ვინაიდან იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში გვიწევს მეორე ტური და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული. როგორც საარჩევნო უბანი, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისტანციური სწავლის რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში,"- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული რეჟიმში სწავლა 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system