თავში

"დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს" - ვარლამ გოლეთიანი

"დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს" - ვარლამ გოლეთიანი
დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. 

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი პირობა დააყენა. 

"ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რადგან არსებობს დათმობითი სულისკვეთება, რომელიც იგრძნობოდა მათი მხრიდან. სამი ძირითადი საკითხი დავაყენეთ, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგის. სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა დავაბრუნოთ იქ. ამაზე ველოდებით პასუხებს. მათ თქვეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხი", – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ დიალოგი შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, სამივე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. 

"იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს მათი მხრიდან, ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები უნდა შეწყდეს და კარვებით პროტესტი გავაგრძელოთ", - აცხადებს გოლეთიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system