თავში

დიმიტრი ლორთქიფანიძე: პოლიციელებთან მივიტანთ კადრებს და ვეტყვით, აი რისი ჩვენება უნდათ ჩვენი შვილებისთვის

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიციელებს მოუწოდებს, აქციის მონაწილეებს ხელი არ შეუშალონ, რომ ფილმის ჩვენება ჩაშალონ. მისი თქმით თითოეულ სამართალდამცველთან, აქციის მონაწილეები ტელეფონით მიიტანენ და აჩვენებენ თუ რა კადრები გავა კინო-თეატრებში.

„ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რომ ფილმი კინო-თეატრებში არ გავიდეს. უნიკალურ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ფილმის ჩვენება ჩაიშალოს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა გადაიდოს ფილმის პრემიერა მანამდე, ვიდრე სპეციალისტები არ იტყვიან, რომ ეს ზეგავლენას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ მოახდენს მაყურებელზე, ახალგაზრდებზე და ა.შ სათითაოდ ყველა პოლიციელთან მივიტანთ ტელეფონით ამ ფილმის კადრებს და ვეტყვით, აი რისი ჩვენება უნდათ ჩვენი შვილებისთვის. დღეს ათიათასობით ბავშვი ცეკვაში დადის, როგორ უნდა გააგრძელოს მათ რაინდული ხორუმი, როცა ისინი ამ ფილმს უყურებენ,"- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system