თავში

დმანისში ქართულ-ფრანგული ინვესტიცით ფერმა გაიხსნა

დმანისში ქართულ-ფრანგული ინვესტიცით ფერმა გაიხსნა
დმანისში ქართულ-ფრანგული ინვესტიცით ფერმა გაიხსნა

დმანისის მუნიციპალიტეტში ფრანგმა ფერმერმა თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა. ჟაკ ფლოღის განცხადებით მან საქართველოს სახელმწიფო პროგრამით, აგროკრედიტით ისარგებლა და საკუთარი ინვესტიციაც გასწია. 

"ჩვენ დაგვჭირდა მიწის გაუმჯობესება, ქვებისგან გაწმენდა, რაც ძალიან ხარჯიანი და შრომატევადია. ამ ყველაფერს სახელმწიფო აგროკრედიტის გარეშე ვერ შევძლებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა სამინისტროსგან და FAO-გან. პროექტი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს“, - განაცხადა ჟაკ ფლოღიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ფერმა დაათვალიერა და განაცხადა, რომ ადგილობრივ საძოვრებს, შეუძლია ოთხჯერ მეტი სულადობა გამოკვებოს, ვიდრე ამჟამად არსებულ ფერმებშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system