თავში

დუშეთს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება

დუშეთს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
დუშეთს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.

,,24 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა, კონკრეტულად კი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სათავე ნაგებობაზე აიმღვრა წყალი, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იძულებული გახდა მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის და რამდენიმე სოფლის აბონენტებისთვის სასმელი წყლის მიწოდება შეეწყვიტა.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, პრობლემის აღმოსაფხრელად ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს.

სპეციალისტების განცხადებით ამ დროისთვის ფასანაურში წყლის ნორმა სტაბილურია და დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა, უახლოეს საათებში წყლის მიწოდება აღუდგება ჟინვალსაც. 

რაც შეეხება დუშეთს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი ხვალ დღის განმავლობაში მიეწოდება. იმ შემთხვევაში თუ ხვალ დუშეთს წყლის მიწოდება არ აღუდგება შესაბამისი სამსახურები სასმელ წყალს მოსახლეობას წყალმზიდის საშუალებით მიაწოდებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system