თავში

დუშეთის პანსიონატში ბენეფიციარი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს

​დუშეთის პანსიონატში ბენეფიციარი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს
დუშეთის პანსიონატში ბენეფიციარი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს

დუშეთში, შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა თავშესაფრის ბენეფიციარის სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენა ვერ მოხერხდა. 56 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

იმის გამო, რომ პანსიონატის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ადგილზე მკაცრი კარანტინი მოქმედებს, ჟურნალისტებს ტერიტორიაზე არ უშვებენ. 

პანსიონატის დროებითი წარმომადგენელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 56 წლის ქალმა სადეზინფექციო ხსნარი მიიღო, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

"პირველად შევიდა ექთანი, მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო, მათ ბენეფიციარი გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, სისტემატიურად იტარებდა კვლევებს, სტაციონარშიც იწვა, მედიკამენტებსაც იღებდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში თვითნებურად წყვეტდა მკურნალობას. ექსპერტიზა რასაც დადებს შედეგებს, ყველასთვის ცნობილი იქნება,"- აცხადებს დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლია წიკლაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system