თავში

დუშეთში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის პროექტი წარადგინეს

დუშეთში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის პროექტი წარადგინეს
დუშეთში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის პროექტი წარადგინეს

ქალაქ დუშეთში მომავალი წლიდან ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის განვითარება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით ტურიზმის პროფესიული კოლეჯის კონცეფციაზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლასთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს მუშაობა..

ადგილი, სადაც კოლეჯი აშენდება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

განათლების სამინისტრო  ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან პარტნიორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. კოლეჯის საპროექტო სამუშაოებს სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულების თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულების ამოქმედება, რომელიც საუკეთესო ევროპულ სკოლებთან ერთად ერთობლივ პროგრამებს დანერგავს, არის დიდი მოვლენა, როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system