თავში

"ძალიან დიდი პატივისცემა, სიყვარული მაქვს თქვენი!" - ვის მიმართავს ექიმი

"ძალიან დიდი პატივისცემა, სიყვარული მაქვს თქვენი!" - ვის მიმართავს ექიმი
ძალიან დიდი პატივისცემა, სიყვარული მაქვს თქვენი! - ვის მიმართავს ექიმი

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ექიმი ექთნების საერთაშორისო დღეს ეხმაურება და მედიცინაში მათი წვლილის შესახებ საუბრობს.

"დღეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის ადამიანების - მედდების, ექთნების დღეა! ჩვენზე დაბადებიდან კი არა, დაბადებამდეც ზრუნავენ! ექიმობის გარდა, რამოდენიმეჯერ პაციენტის პოზიციიდან მომიწია მათი პროფესიონალიზმის, გულისხმიერების ხილვა. შესანიშნავი, მივიწყებული სიტყვაა "მოწყალების და" და როგორ შეესაბამება თქვენს საქმეს!

მუდამ ვამბობ ხმამაღლა: კლინიკა თქვენ გეყრდნობათ! თქვენ ხართ მკურნალობის საქმეში მთავარი რგოლი! ამ პანდემიისას, ისევე როგორც ომების დროს ძველ დროში, თავგანწირვის აუარება მაგალითი გვაჩვენეთ. თითქმის არ დარჩა ექთანი, რომელსაც კოვიდ-19 არ შეხვდა... მიყვარხართ და ძალიან დიდი პატივისცემა, სიყვარული მაქვს თქვენი!", - წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system