თავში

ძალიან სამწუხაროა ფაქტია, რომ ვირუსმა აქაც შეაღწია - პაატა იმნაძე

ძალიან სამწუხაროა ფაქტია, რომ ვირუსმა აქაც შეაღწია - პაატა იმნაძე
ძალიან სამწუხაროა ფაქტია, რომ ვირუსმა აქაც შეაღწია - პაატა იმნაძე

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა მოხუცთა თავშესაფრის დაცვა და კორონავიურსმა აქაც შეაღწია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთის ქვეყნების, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ შვედეთში გამოიწვია ძალიან მაღალი ლეტალობა და პრობლემა იყო ის, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ, აქ საბედნიეროდ ყველა, ვისაც მოხუცთა თავშესაფრიდან დახმარება სჭირდება, გადაყვანილია საავდმყოფოში და ყველაზე მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 13 ბენეფიციარსა და 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system