თავში

ძალიან მეშინია, ვეღარ გადავრჩებით, მალე კოვიდთან მებრძოლი აღარ გვეყოლება - ლევან რატიანი

ძალიან მეშინია, ვეღარ გადავრჩებით, მალე კოვიდთან მებრძოლი აღარ გვეყოლება - ლევან რატიანი
ძალიან მეშინია, ვეღარ გადავრჩებით, მალე კოვიდთან მებრძოლი აღარ გვეყოლება - ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი არ გამორიცხავს, რომ თუკი ვირუსის გავრცელება დღეს არსებული ტემპით გაგრძელდება, ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება.

ექიმი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის გარეშე ახალი ტალღების შეჩერება შეუძლებელია. 

"თუ არ იქნა მასიური ვაქცინაცია, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი და სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკის. ეს რომ არ მოხდეს და არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათი, საჭიროა ინფექციის ლიკვიდაცია.

ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება კოლაფსი, ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა," - ამბობს ლევან რატიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system