თავში

ძალზედ სასიამოვნოა, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ - გახარია ჟურნალისტს

ძალზედ სასიამოვნოა, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ - გახარია ჟურნალისტს
ძალზედ სასიამოვნოა, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ - გახარია ჟურნალისტს

თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე, -ასე პასუხობს პრემიერი ჟურნალისტის კითხვას, ჩაიტარა თუ არა კორონავირუსზე ტესტი ან გადავიდა თუ არა იზოლაციაში, მას შემდეგ, რაც გურიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

გიორგი გახარიას თქმით, მან ტესტირება ჩაიტარა, რის შედეგადაც მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"ჩემთვის ძალზედ სასიამოვნოა, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ. არსებობს დადგენილი სტანდარტები, თუ რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. ეს არის 1 მეტრზე ახლოს ყოფნა 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია.  ამასთან, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე არ ვარ ახლო კონტაქტი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გენერვიულათ, ჩემს ჯანმრთლობაზე, მაინც კიდევ ერთხელ გავიტესტე, როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითია“,-განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system