თავში

ძლიერმა ქარმა გელათის მონასტრის სახურავი დააზიანა

ძლიერმა ქარმა გელათის მონასტრის სახურავი დააზიანა
ძლიერმა ქარმა გელათის მონასტრის სახურავი დააზიანა

ძლიერი ქარის გამო, გელათის მონასტრის გადახურვა დაზიანდა. ინფორმაცია Report.ge-ს ძეგლთა დაცვის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ძლიერი ქარის გამო, სახურავის 10 კვადრატული მეტრი ფართობი დაზიანდა, რომლის აღდგენითი სამუშაოები ხვალ დასრულდება. 

"ძლიერი ქარის შედეგად, მოხდა ძველი გადახურვის, თუნუქის ფენილის დაზიანება. ძლიერმა ქარმა, თუნუქის ფურცლის დეფორმაცია მოახდინა. ამიტომ შემსრულებელს, ჩვენი დავალებით, მისი დაუყოვნებლივი დემონტაჟი მოუხდა და ეს სამუშაოები ამ წუთებში შეწყდა. ჩვენ ხვალ დილიდანაც განვაახლებთ სამუშაოებს და 10 კვადრატულ მეტრ დაზიანებულ ფართობზე ახალი ფენილის დაგება და სათანადო წესით გამაგრება მოხდება, რათა ასეთი პრეცენდენტი სამომავლოდ სრულად იყოს გამორიცხული. დღევანდელი ფაქტი გარემო-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე იყო გამოწვეული და ერთ დღეში უმეტესი ნაწილი აღმოიფხვრა, ხვალ სრულად იქნება აღდგენილი", - განუცხადეს Report.ge-ს ძეგლთა დაცვის სააგენტოში. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system