თავში

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერი ქარის გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურისა და ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები დაზარალდა. სოფლებში დაზიანებულია, საცხოვრებელი სახლები და სათბურები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

როგორც ადგილობრივი ფერმერი აცხადებს, სტიქიამ მოსავალი ფაქტობრივად გაანადგურა და საჭიროა ხელისუფლება მოსახლეობას დაეხმაროს. 

"სტიქიამ ყველაფერი დაანგრია, მოსავალი ფაქტობრივად აღარ არის, ხელისუფლებას უნდა მივმართოთ, რომ დაგვეხმარონ და რამე შეღავათი მაინც გაგვიკეთონ. ბანკის ვალებით გვაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული და როგორ უნდა შევიტანოთ ამ პირობებში", - განაცხადა ადგილობრივმა.

ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლის თინანა ხვედელიძის განცხადებით, ზარალის მონახაზი უკვე შედგენილია, თუმცა მოსახლეობამ ისიც, რომ თუ სათბურებს არ დააზღვევენ, მერია მათ დახმარებას ვერ შეძლებს. 

"უკვე გვაქვს მონახაზი, დაახლოებით ვის რა ზარალი მიადგა. მოსახლეობამ იცის, რომ თუ სათბურებს არ დააზღვევენ ისე მერია ვერ ეხმარება. ვეხმარებით მხოლოდ სტიქიის დროს, როდესაც სახურავი ეხდება საცხოვრებელს სახლს და ასეთის პრობლემის მქონე ერთმა მოქალაქემ მოგვმართა", - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა თინანა ხვედელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system