თავში

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოფლებში აცანასა და შუხუთში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ქარმა ხეები ლანჩხუთშიც მოგლიჯა. ქარის შედეგად, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია ლანჩხუთსა და რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება . 

როგორც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს პრობლემის აღმოფხვრა. 

"მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას", - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system