თავში

ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5-4 წელი პატიმრონა შეეფარდათ - ხატია დეკანოიძე

ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5-4 წელი პატიმრონა
ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5-4 წელი პატიმრონა შეეფარდათ - ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 2021 წლის აპრილში დაკავებულ ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებსა და ელდარ ანთაძეს 4 და 5 წლით თავისუფლები აღკვეთა შეეფარდათ. მისი თქმით,ეს პირები ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯეს. 

"საერთოდ არაფრის გამო ძმებს წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ანთაძეს 5-4 წელი პატიმრობა შეეფარდათ.

ეს ადამიანები ოპოზიციის მხარდაჭერის გამო დასაჯეს", - ნათქვამია ხატია დეკანოიძის Facebook პოსტში. 

შსს-ს განმარტებით, 12 აპრილს გუმათჰესის დასახლებაში მიმდინარე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე საპროტესტო აქციაზე მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system