თავში

"ძალიან დადებითი ამბავია" - ზურაბ გურული

"ძალიან დადებითი ამბავია" - ზურაბ გურული
ძალიან დადებითი ამბავია - ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ექიმი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასრომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, 5-დღიანი კარანტინი მოიხსნა, დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის.

"აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზე 5-დღიანი კარანტინის მოხსნა ძალიან დადებითი ამბავია. სამადლობელი ნამდვილად არა, ოღონდ!

საკმარისი არ არის. დაუმატეთ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადმოსული ადამიანების უახლოეს რაიონულ ცენტრებში მისაყვანად და სოცდახმარების შტაბი, სადაც მიიღებენ კუთვნილ პენსიას თუ სხვა ფინანსურ დახმარებებს.

5-დღიანი კარანტინი ასევე უნდა მოიხსნას სამაჩაბლოსთან მიმდებარე საოკუპაციო ზოლზე!!!"- წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system