თავში

ე.წ კანონიერი ქურდის ახლობლებმა პირი ამოიკერეს

ე.წ კანონიერი ქურდის ახლობლებმა პირი ამოიკერეს
ე.წ კანონიერი ქურდის ახლობლებმა პირი ამოიკერეს

ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოთხმა ახლობელმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა. ისინი ბათუმის პროკურატურასთან შიმშილობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს 15:00 საათზე ამოიწურა იუსტიციის სამინისტროსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა, თუმცა მათ ლავასოღლის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. 

მათივე თქმით, დაანონსებული სარფის საბაჟოს პიკეტირება ხვალამდე გადაიდო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლავასოღლის ექსტრადირების თაობაზე ხელისუფლებას კიდევ ერთდღიან ვადას აძლევენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მსვლელობისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შიმშილობა დაიწყეს და აჭარის პროკურატურის შენობასთან კარვებია გაშალეს. 

15-მდე ადამიანმა შიმშილი ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს და გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღეს 15:00 საათამდე დაუწესეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცის მონაწილეები სარფთან ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მოითხოვენ, რომ მან სასჯელი საქართველოში მოიხადოს და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ მას არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა.

2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით, ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად სტამბოლის ციხეში, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system