თავში

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა - PHOTO

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა - PHOTO
საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა - PHOTO

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მედიკოსები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

,,14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება, თუმცა covid-19-ის პანდემიის გამო, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც სახელოვნებო დარგი გაჩერდა და განსაკუთრებული რაიმე მოვლენა არაფერი მომხდარა.

თუმცა, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დაჯილდოების ტრადიცია არ დაარღვია და ხელოვანების ნაცვლად, covid-19-ის ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს სახელობითი პრემიები გადასცა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობითი პრიზი,(ვ.ბოჭორიშვილი მედიცინამდე თელავის თეატრის რეჟისორი და მსახიობი იყო) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, მხატვარმა გიორგი გეგეჭკორმა გადასცა.

ცნობილი კინომსახიობის ლიანა ასათიანის (ქალბატონი ლიანა პროფესიით ექიმი იყო) სახელობის პრიზები ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს, მარინა ენდელაძეს გადაეცათ.

ექიმის, თბილისის კოლორიტისა და არაერთი დასამახსოვრებელი კინოროლის შემსრულებლის, თემიკო ჩირგაძის სახელობითი პრიზები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელ ლევან რატიანს გადაეცათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system