თავში

ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო. ელაპარაკები ზიზღით - ინგა გრიგოლია

ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო. ელაპარაკები ზიზღით - ინგა გრიგოლია
ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო. ელაპარაკები ზიზღით - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეკომპანია "პირველის" წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ზუგდიდის სპეცოპერაციის და მედიის მუშაობის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება: 

"როდესაც ხელისუფლება ხარ, მძევლები ჯერაც ტყვეობაში არიან და შენ მედიას ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო. ელაპარაკები ზიზღით და დაწერილი მესიჯებით.....როდესაც ფბზე ზიხარ და პირდაპირ ეთერში უყურებ,როგორ მუშაობენ პროდუსერები, ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც თავს არ ზოგავენ, ყველაზე რთულ მომენტშიც მოგაწოდონ სრული სურათი ადგილიდან ,იმაზე იცოფები, რას ქვია ლაივში მძევალი ჩართეთო, ამუნათებ მედიას, ამ დროს კი შეიარაღებული ტერორისტი აიძულებს მას დარეკოს და ჟურნალისტი ცდილობს, რამით დაეხმაროს მძევალს, თუნდაც იძულებითი ზარის ეთერში გაშვებით....როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია და შენ ნაც-ქოცური ისტერიკა გაქვს ამ ამბავზე ატეხილი, ფბზე თუ ფეისბუქს მიღმა, მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ და გავიწყდება,რომ დატყვევებული ხალხის სიცოცხლე ამ წუთამდე საფრთხეშია,იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა, ვერაფერს ხედავ და სულ არ გადარდებს მძევლების ბედი. უფრო მეტის დაწერა მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში რამის მტკიცებას, როცა ყველა ისე ჭრის და კერავს, როგორც თავად აწყობს" - წერს გირგოლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system