თავში

მაია ცქიტიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის გზის სამუშაოებს გაეცნო - PHOTO

მაია ცქიტიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის გზის სამუშაოებს გაეცნო - PHOTO
მაია ცქიტიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის გზის სამუშაოებს გაეცნო - PHOTO

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის სხვადასხვა მონაკვეთზე მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ report.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა წელს ზაფხულში იგეგმება. პარალელურად, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი არ გამოიყენებს ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოძრაობას და გვერდს აუვლის 6 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს, ესაა - ჯაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი, ზემო და ქვემო შუხუთი.

„სამტრედია-გრიგოლეთი წლების განმავლობაში პრობლემური ობიექტი იყო. პირველ მონაკვეთზე, სადაც მანამდე უკრაინული კომპანია, სამწუხაროდ, წარუმატებლად მუშაობდა, ახლა სამშენებლო სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 12 კმ-იანი მონაკვეთის ფარგლებში რიონზე შენდება ხიდი და ამრთული საინჟინრო ნაგებობის დასრულებისშემდეგ სამუშაოები კიდევ უფრო აქტიურად წავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე წელს ზაფხულში შევძლებთ სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას, რაც მოგვცემს დაახლოებით ნახევარი საათის ეკონომიას. ვიმედოვნებთ, რომ იმ დროისთვის სასტუმროები გახსნილი იქნება და ყველა შეძლებს ამ გზით სარგებლობას. გარდა ამისა, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც სხვა სიკეთეებთან ერთად, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის დასაქმების შესაძლებლობაა, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი ასევე გაეცნო აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს. ეს მონაკვეთი სამტრედია-გრიგოლეთის ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუერთდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system