თავში

ეგ დღე არ დადგება - ვის მიმართავს გიორგი ღოღობერიძე

ეგ დღე არ დადგება - ვის მიმართავს გიორგი ღოღობერიძე
ეგ დღე არ დადგება - ვის მიმართავს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი, ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ღოღობერიძე წერს, გარშემო ბევრი ტალახისმსროლელია, თუმცა ფიქრობს, რომ ბოღმით სავსე ადამიანს იგივე არ უნდა გაუკეთო, რასაც თავად აკეთებს.

„ძალიან ბევრი ბოღმიანი ადამიანია, მაგრამ ჩვენ მათ დონეზე არ უნდა დავიდეთ.

სხვა თუ ტალახს გესვრის, გიჩნდება სურვილი, რომ შენც იგივე გაუკეთო, მაგრამ თუ იმავეს გაუკეთებ, ვინღა გამოდიხარ… სუსტი და ანალოგიური ღარიბი აზროვნების მქონე.

ძლიერი უნდა იყო… მოთმინება ძვირად ფასობს.

არც სიმართლის თქმის არ უნდა შეგეშინდეს, თუნდაც სხვებმა იფიქრონ, რომ ამას ხალხის გულის მოსაგებად აკეთებ.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ბევრ ექიმზე პატარა ვარ და წესით, მათ უფრო უკეთესად უნდა გამოსდიოდეთ ეს ყოველივე, ჯერ ასე არ არის და არც არასდროს იქნება ყოველთვის ასე.

ჩემგან ტყუილს თქვენ არასდროს მოისმენთ, ეგ დღე არ დადგება და ჩემკენ ტალახს თუ ისვრიან, მიუტევეთ”, – წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system