თავში

ეკა ტიკარაძე თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით - მამუკა მდინარაძე

ეკა ტიკარაძე თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის
ეკა ტიკარაძე თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე საქართცველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის შესახებ მმართველ გუნდში რამდენიმე ხნით ადრე იყო ცნობილი.

მისი განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკატერინე ტიკარაძის დაპირისპირების შესახებ, ტყუილია.

ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ გაახმოვანეთ. მე ვიცი, რომ ტყუილია და ამას გიდასტურებთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ.ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდა დაპირისპირებას“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system