თავში

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან განიკურნა

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან განიკურნა
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან განიკურნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ მინისტრი დღეს პირველ შეხვედრებს გამართავს, ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში გაემგზავრება. ის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ლ ივნისს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system