თავში

ეკატერინე ტიკარაძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას არ გამორიცხავს

ეკატერინე ტიკარაძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას არ გამორიცხავს
ეკატერინე ტიკარაძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.

„არ გამოვრციხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს,“- ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას ქვეყნის საველე ბრძოლაზე გადასვლის შესახებ. 

რაც შეეხება პედიატრიული საწოლების მობილიზების საკითხს, ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დეფიციტი არ არის.

„მხოლოდ დღეს რესპუბლიკურ საავამყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system