თავში

ეკატერინე ტიკარაძემ ბუსტერდოზის გაკეთების თაობაზე ბრძანება გამოსცა

ეკატერინე ტიკარაძემ ბუსტერდოზის გაკეთების თაობაზე ბრძანება გამოსცა
ეკატერინე ტიკარაძემ ბუსტერდოზის გაკეთების თაობაზე ბრძანება გამოსცა

ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადებზე ბრძანება გამოსცა. მინისტრის ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ აცრის პირველი კურსის დასრულების შემდეგ სამი თვე გავიდა, ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება.

"ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა", – წერია ბრძანებაში. 

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს, თუმცა თვის ბოლომდე მოვალეობას ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system