თავში

ექიმები, რომლებიც დღეს საჯაროდ აიცრებიან

ექიმები, რომლებიც დღეს საჯაროდ აიცრებიან
ექიმები, რომლებიც დღეს საჯაროდ აიცრებიან

Covid-19-ის წინააღმდეგ მედიკოსების ვაქცინაცია დღეიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები საჯაროდ აიცრებიან. მათ შორისაა მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, პაატა იმნაძე, დავით გადელიდა და პირევლი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე. ისინი თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში ჩაიტარებენ ვაქცინაციის პროცედურას.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება ზაზა კაციტაძის, ლავან ვაშაკიძისა და ლევან გოფოძის ვაქცინაციის პროცედურა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გაიკეთებს ვაქცინას ექიმი პედიატრები ივანე ჩხაიძე და თემურ მიქელაძე.

ბათუმში ვაქცინას მიიღებენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილე ნანა ეფოძე და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე. ასევე, ექიმი ილია ნაკაშიძე.

ქუთაისში აიცრება კარდიოქირურგი ნიკა ვაშაყმაძე და ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსი თედო ფურცხვანიძე.

თელავში ვაქცინას მიიღებენ რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები ზეინაბ მგელიაშვილი და დარინა მაჭავარიანი.

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. ის უკვე გადანაწილებულია რეგიოენბის მიხედვით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system