თავში

ექიმი: 5 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა

ექიმი: 5 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა
ექიმი: 5 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი მკურნალობს, რომელთა მდოგომარეობა საყურადღებოა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ინფექციონისტმა, ნინო ალხაზიშვილმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში, ამ ეტაპზე, სულ 13 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. დღეს კორონავირუსზე კიდევ 13 პაციენტს გამოიკვლევენ. 

"კლინიკაში იმყოფება 55 პაციენტი, აქედან არის 13 დადასტურებული შემთხვევა. 5 პაციენტს აქვს პნევმონია და შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან. ამ ხუთიდან ერთი არის განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმე, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ არის. 

რაც შეეხება არასრუწლოვნებს, 5 მცირეწლოვანი გვყავს კლინიკაში, მათი მდგომარეობაც არის საყურადღებო. დღეისღვის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, კვლევაში დღეს ჩართვება 13 პაციენტი" - განაცხადა ინფექციონისტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system